აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ტურისტული სეზონის მიმდინარეობაზე, სამზადისსა და გამოწვევებზე ისაუბრა. აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, გაიზარდა ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ნახევარ მილიარდს მიაღწია, რითაც დამატებითი პროექტები განხორციელდება. ამასთან, მისი განცხადებით, ბათუმის ბულვარის განაშენიანებისა კონსერვაციის გეგმაზე მუშაობა დასრულდა. პროექტს მალე განიხილავს ბათუმის საკრებულო, რითაც რიჟვაძე საბოლოოდ გამორიცხავს სამომავლოდ ბულვარში რაიმე სახის ჩარევას.