აჭარის მთავრობის სხდომა

აჭარის მთავრობა ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენის კონკრეტულ გეგმებზე იწყებს მუშაობას. თორნიკე რიჟვაძემ განცხადება აჭარის მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რეგიონმა შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა და მწვანე ზონის სტატუსი. საწყის ეტაპზე აქცენტი შიდა ტურიზმზე გაკეთდება.