აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის გამო, ავტომატურად გადადგა აჭარის მინისტრთა კაბინეტიც. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.