სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის ბათუმსა და ქობულეთშიც. უხვი ნალექის გამო, ბათუმში 100 ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაეტბორა. თუმცა, სალიკვიდაციო სამუშაოები სახლებში უკვე დასრულებულია. დახმარებას ადგილობრივები ზარალის შესწავლის შემდეგ მიიღებენ.
ამ დროისთვის უკვე გაწმენდილია ცენტრალური გზის ბათუმი- ქობულეთი–მახინჯაურის მონაკვეთი. აჭარის ნაწილში უკვე გამოიდარა, თუმცა, ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა ისევ შენარჩუნებულია.