22-23 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. დღეს კი ღონისძიების მოსამზადებლად, საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. ფორუმის მთავარი მიზანია ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გამყარება. გაიმართება თემატური პანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით.
სანდრო ჯუფალაკიანი მუშაობს თემაზე.