აბრეშუმის გზის ფორუმში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც“ მონაწილეობს
აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც“.
კონსორციუმის გენერალური დირექტორი, მედიასთან პროექტის შემაფერხებელი ფაქტორების დაძლევის გზებზე და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ კონსორციუმის წარმომადგენლებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარების შესახებ საუბრობს.
ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი მზად არის მივიდეს პარლამენტში. მისივე თქმით, არსებობს დამაბრკოლებელი ფაქტორები, რომელთაც მხოლოდ კონსორციუმი ვერ გაუმკლავდება და აუცილებელია მათზე მთავრობასთან ერთად მუშაობა.
ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმი დღეს შეხვდება პოტენციურ ინვესტორებს და პროექტის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.