„აბრეშუმის გზის ფორუმი“ - მსჯელობა სამომავლო გლობალურ პროექტებზე

გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველოს როლი და მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება – ეს კიდევ ერთხელ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დადასტურდა, რომელსაც თბილისი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა და ბიზნესმენები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რაც მთავარია, არაერთი ქვეყნიდან პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირველი პირები ესწრებოდნენ.

უკრაინის ომის გამო, ევროპაში შექმნილმა ენერგოკრიზისმა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. პანელური დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივა იყო.

ფორუმის მიმდინარეობისას იმსჯელეს გადაზიდვების, სატრანსპორტო მიმოსვლისა და სარკინიგზო რესურსების გამოყენების აუცილებლობასა და ეფექტიანობაზე. საერთაშორისო პლატფორმაზე კარგი შესაძლებლობა შეიქმნა რეგიონში სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიისთვისაც, სადაც საქართველოს მედიატორის როლი აქვს.

დეტალები მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟში.