თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს.
წარმომადგენლობითი ღინისძიების ფარგლებში იმართება შეხვედრები როგორც სამთავრობო, ისე ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. 60-ზე მეტი ქვეყნიდან საქართველოს 2000 დელეგატი სტუმრობს, მათ შორის 30 ოფიციალური დელეგაცია და კერძო სექტორის 400-მდე წარმომადგენელი. ფორუმის მიმდინარე თემების გარდა, განცხადებები დღეს ანაკლიის პორტზეც გაკეთდა.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.