აბაზოვის საქმე

მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატების განცხადებით, საქმეში ერთადერთი მტკიცებულება, დაზარალებულის ჩვენებაა.

ინტერესების დამცველის თქმით, დაზარალებულის ჩვენება არ არის სანდო და სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. თემურ აბაზოვი, არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით უკვე მესამე თვეა პატიმრობაშია. ის ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ აბაზოვს მომხდართან კავშირი არ აქვს და საგამოძიებო ორგანოს მოუწოდებენ, რომ შეაფასონ ის ჩვენება, რაც ამ საქმეზე დაზარალებულს პირადად აქვს მიცემული.