რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ღირსების შემლახავ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის ყოფილი მერი, თეიმურაზ აბაზოვი გამართლდა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ეხმაურებიან.
საია-ს პოზიციით, პროცესების მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე პროკურატურამ აბაზოვს დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება. სულხან სალაძის განცხადებით, არსებობდა საკმარისი საფუძველი, რომ მარნეულის ყოფილი მერი სასამართლოს გაემტყუნებინა. საია-ში არ გამორიცხავენ, რომ გამამართლებელ განაჩენს გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს.
განცხადებას ეხმაურება თეიმურაზ აბაზოვის უფლებადამცველი. მისი თქმით, წაყენებული მუხლი, რომელზეც საია საუბრობს, საქმეში ზედმეტი იყო და შინაარსით მომხდარ ფაქტთან კავშირში არ იყო.