აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. აუდიენცია პრაღაში ამ წუთებში იწყება. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ, აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრა პირველად იმართება.
ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ყურადღებას გაამახვილებს მკვლელობებისა და გატაცებების საქმეზე.