ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს შედგება
ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა დღეს შედგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს დღეს შეხვდება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის შემდეგ პირველად იმართება.

პრაღის ფორმატი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხების განხილვას ითვალისწინებს. თუმცა, ზურაბ აბაშიძე პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ის გრიგორი კარასინთან შეხვედრისას არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხზე აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას. იქნება თუ არა პრაღაში საუბარი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის მომზადების შესახებ, ჯერ უცნობია.

„ასეთი შეხვედრა თეორიულად შესაძლებელია ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე, თუმცა ამას სჭირდება სათანადო მომზადება“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში პრაღის ფორმატი 2012 წლიდან არსებობს.