"აამოქმედე კანონი, დაიცავი დაუცველი" - ცხოველთა დამცველების აქცია ვაკის პარკში
“აამოქმედე კანონი, დაიცავი დაუცველი” – ამ სახელწოდების აქცია ვაკის პარკში გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ კანონის გამკაცრებას, რაც გულისხმობს საჯარიმო სანქციის შემოღებას და კანონის გააქტიურებას უმოკლეს ვადაში.
ასევე, თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში არსებული პრობლემების მოგვარებას, გარე მონიტორინგის ამოქმედებასა და ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხების განხილვას.