96-ე შეხვედრა ერგნეთში   

უკვე სამი საათია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში რიგით 96-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა 11-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ტარდება. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილის და გენადი ბესტაევის უკანონო დაკავების საკითხი იქნება. ასევე ყურადღება გამახვილდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ნინო ფისაძე დეტალებით.