შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მეხანძრე-მაშველები დააჯილდოვა. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ტექნიკური განახლების ფარგლებში, 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა. ისინი 2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდება.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობისა და მართვის სპეციფიკას, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.