ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და განათებები 15 დეკემბერს აინთება. წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები თბილისის გარეუბნებში ჩატარდება. სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. მონაწილეობას დაახლოებით 70-ზე მეტი სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის შემსრულებელი მიიღებს. საახალწლო სოფელი დედაენის ბაღში მოეწყობა, რომლიც სხვადსხვა ასაკის და გემოვნების სტუმარზე იქნება მორგებული. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მთელი თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები და სტარტაპერები მონაწილეობენ.