ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი გუნდი მორიგ აღიარებას აღნიშნავს
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებითი გუნდი მორიგ აღიარებას აღნიშნავს. მინსკში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დაასახელეს. მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო! – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი იუწყება.
ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ: საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ნამუშევარს ერგო. საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია გახდა, დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“; და კიდევ ერთი ნომინაცია, – ეს არის საუკეთესო მუსიკა – ფილმისთვის „ბოროტმოქმედი“; კინოფესტივალზე 50 ქვეყნიდან 154 ფილმი აჩვენეს.