თელავში 900-წლოვანი ჭადრის გადარჩენის პროცესი გრძელდება, თუმცა ბოლო ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები ხის მოვლის სპეციალისტების პროტესტის და მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება.
საუბარია ხის დაზიანებული ნაწილების თოხის გამოყენებით მოცილებაზე. გარემოსდამცველები ვარაუდოებენ, რომ შესაძლოა ამ მეთოდმა ისტორიული ჭადრის ჯანსაღი მერქანიც დააზიანა. გარკვეულ გადაცდომას გარემოს დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ.