გამხმარი და დაავადებული ნარგავები

გარემოსდამცველები მერიას თბილისში გამხმარი ხეების პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

სპეციალისტები ქალაქში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ მიიჩნევენ და დედაქალაქის მთავრობას ახსენებენ, რომ დაზიანებული და დაავადებული ხე-მცენარეები ხანძრის შემთხვევაში დიდ რისკს შეიცავენ. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ დაავადებული მცენარეები ჯანსაღ ხეებსაც აზიანებენ.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად გამხმარი ხეების რაოდენობა ასობით ათასს აღწევს.