9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. გარდაიცვალა 21 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. ათასობით მოქალაქე მხუთავი აირით მოიწამლა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
ახალი დღე