ფოთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წლისთავი აღნიშნეს

ფოთში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წლისთავი აღნიშნეს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დიდების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მერიის გადაწყვეტილებით, ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ 21 პირს მუნიციპალიტეტის მიერ 300 ლარი გადაეცემა.