დღეს 9 მაისია – მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 77 წელი გავიდა. თარიღის აღსანიშნად დილიდან ხალხმრავლობაა ვეტერანთა პარკში. ადგილზე პრემიერ-მინისტრიც იმყოფებოდა და ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, ნახევარი კი უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 173 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან ყველაზე ასაკოვანი 103 წლისაა.
გიორგი კობერიძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.