7 ნოემბრის საქმე - სააკაშვილის სასამართლო 

მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში კამათის ფონზე მიმდინარეობდა.

იმის გამო, რომ ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან გადმოყვანა არ მოხდა, ადვოკატებმა ბრალდებულის ეტაპირება სასამართლოსგან მოითხოვეს. ადვოკატების შუამდგომლობებზე მოსამართლის უარის შემდეგ, ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ხოლო ამავე საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ გიგი უგულავას კი სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო სხდომა დაატოვებინეს.

რა ხდებოდა დღეს პროცესზე, რას მოყვა კამათი და რა გადაწყვეტილებები მიიღო მოსამართლეთა კოლეგიამ, – გიორგი კობერიძე დეტალებით.