მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა 7 ნოემბრის აქციის დარბევის და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლო განხილვა. ბრალდების მხარემ სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა. დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი იყო დათვალიერების ოქმები და დოკუმენტი ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ფიზიკური დაზიანების თაობაზე, ასევე გამომძიებლების მიერ ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნილი დოკუმენტები.