წმინდა სინოდის განჩინების მიხედვით, მომდევნო სხდომაზე მართლმადიდებელ ეკლესიაში შექმნილი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე პროცესების შესახებ იმსჯელებენ. პატრიარქის განცხადებით, უკრაინაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. რუსეთის ეკლესიამ შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, რადგან მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის პროცედურები დაიწყო, რითაც უფრო გაღრმავდა არსებული კრიზისი.
ასევე უწმინდესი იმედს გამოთქვამს, რომ ეს განსაცდელი დაძლეული იქნება. სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს. 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ დადგინდა და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა.