62 წლის მხატვარი სუფსადან

გაგაცნობთ 62 წლის თემურ მეგრელიშვილს, რომელიც გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

ფერწერა, გრაფიკა, ხატწერა, ვიტრაჟი, მოზაიკა, ქანდაკება, ხეზე კვეთა, ქართული თოჯინების დამზადება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რასაც ის მთელი გულით აკეთებს. პარალელურად, თემურ მეგრელიშვილი უვლის საქონელს, მოჰყავს ბოსტნეული, უვლის ხეხილსა და სახნავ-სათესს.

ნახეთ თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას სიუჟეტი.