დამატებითი დეტალები მათთვის, ვისზეც სესხების განულების პროექტი გავრცელდება.
3 დეკემბრიდან ამოქმედდება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები შეამოწმებენ, ეხებათ თუ არა მათ ბანკებიდან თუ ონლაინ-კომპანიებიდან აღებული, თუმცა ვერგადახდილი ვალების ჩამოწერა. მანამდე კი, ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად კონსულტაციებს მართავს. უკვე გარკვეულია, რომ კომერციული ბანკები ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ პროექტში ჩასართავად მზად არიან. რაც შეეხება მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს, მათი ნაწილი მოსაფიქრებლად დროს ითხოვს. პრემიერის მიერ დაანონსებული ინიციატივის მიხედვით, „შავ სიაში“ მოხვედრილი 600 000-ზე მეტი მოქალაქისთვის სესხების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.