ხუთი წელი გავიდა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან.
2014 წლის 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მოსკოვმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დადგენილი საზღვრები კიდევ ერთხელ თვითნებურად და ძალისმიერი მეთოდებით შეცვალა. ნახევარკუნძულის ანექსიის პარალელურად დაიწყო საბრძოლო მოქმედებები დონბასში, რასაც დღემდე 13 ათასი ადამიანი ესმხვერპლა.
რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შეყვანას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. ევროკავშირის, აშშ-ს და მისი მოკავშირეების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, მოსკოვი უკან დახევას არ ფიქრობს.