სააპელაციო სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილება.
5 ივლისის საქმის ექვს ფიგურანტს ერთი ბრალდება საერთოდ მოუხსნეს და სასჯელის ვადა ოთხ წლამდე შეუმცირეს. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე და „ტვ-პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ამავე არხის ჟურნალისტზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ჩვენი ოპერატორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. წინა ინსტანციის მოსამართლემ ბრალდებულები რამდენიმე მუხლში, მათ შორის ფიზიკურ ძალადობაში და ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობაში დამნაშავედ სცნო. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მუხლში ექვსივე მათგანი გაამართლა, რასაც პროკურატურა არ ეთანხმება და უზენაეს სასამართლოში ასაჩივრებს.
მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.