450 ათასი ბენეფიციარი პირველი ივლისიდან 30 ლარით გაზრდილ პენსიას მიიღებს - ვის გაეზრდება შემოსავალი, რა ცვლილებები შედის სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში და რამდენი ლარით მოიმატებს პენსია ყოველწლიურად
ივლისიდან ორი კატეგორიის პენსიონრები გაზრდილ პენსიას აიღებენ.
სიახლე ვრცელდება 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე და შშმ პირებზე. უკვე 2021 წლიდან კი ქვეყანა ახალ საპენსიო მოდელზე გადადის. ანუ მომავალში ყველა კატეგორიისთვის პენსიების მატება კანონით იქნება დარეგულირებული და ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მიხედვით მოხდება.
მაკა არჩევნიშვილი არკვევდა, ყოველწლიურად საშუალოდ რამდენით გაიზრდება პენსია.