სარაგბო კლუბის, თბილისის „ლოკომოტივის“ ისტორიული გამარჯვებიდან 45 წელი გავიდა – ქართულმა კლუბმა 1978 წლის 5 ნოემბერს საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „სლავა“ 30:3 დაამარცხა და ტიტულს პირველად დაეუფლა. ამასთან დაკავშირებით, „ლოკომოტივის“ საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი მორაგბეები შეიკრიბნენ და ისტორიული გამარჯვება აღნიშნეს. თასის მფლობელებს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ საპატიო ჯილდოები გადასცა. თბილისის „ლოკომოტივს“, რომელიც რეალურად წლების წინ სამოყვარულო კლუბი იყო, ამჟამად საკუთარი თანამედროვე საწვრთნელი ბაზა და რაგბის აკადემია აქვს, სადაც 200-მდე ბავშვი ვარჯიშობს.