სარაგბო კლუბების წარმომადგენელთა განცხადება

ქართული სარაგბო კლუბების წარმომადგენლებს, რომლებმაც რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში იოსებ ტყემალაძეს მხარი არ დაუჭირეს, კავშირის პრეზიდენტთან შეკითხვები აქვთ.

კლუბების წარმომადგენლების აზრით, სპორტული კუთხით რაგბის კავშირში არსებული ვითარების დალაგება, მხოლოდ საერთო კრების გამართვით იქნება შესაძლებელი. კითხვები ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატსა და შვიდკაცა რაგბის ნაკრებს შეეხება.

რაგბის კავშირში თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.