ქალთა საერთაშორისო დღე 1914 წლიდან 8 მარტს აღინიშნება. სულ რაღაც სამ წელიწადში, სწორედ რვა მარტს დაწყებულმა რუს მშრომელ ქალთა მასშტაბურმა გამოსვლებმა ითამაშა უდიდესი როლი რუსეთის იმპერატორის გადადგომასა და იმპერიის დასრულებაში.
ჯერ ამერიკელ, ხოლო შემდგომ გერმანელ მშრომელ ქალთა მიერ ინიცირებული სიმბოლური თარიღი მნიშვნელობას დღემდე არ კარგავს. თუმცა ეპოქების მსვლელობასა და პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილებასთან ერთად, 8 მარტის შინაარსი და საკითხთა პრიორიტეტულობაც პერიოდულად იცვლებოდა.
42° პარალელი