42°პარალელი – ინდური პროტესტი
ინდოეთის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ათეულ პროცენტს შეადგენდა. თუმცა ის თანდათანობით მცირდებოდა და დღეს 15%-იან მაჩვენებელზეა ჩამოსული. მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორში ინდოეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული და მასზე სრულადაა დამოკიდებული.