26 ივლისს ჟან-კლოდ იუნკერი და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ომი არ იქნება. ევროკავშირს მოუწევს ამერიკული სოიოს და თხევადი აირის შეძენა, რათა, ამერიკული ტარიფები აღარ გავრცელდეს ევროპულ ავტომობილებზე. მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საეჭვოა რომ დონალდ ტრამპმა შეწყვიტოს სავაჭრო ომები მათ შორის ამერიკის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან. ტრამპმა დაუწესა ტარიფები გარკვეულ პროდუქციაზე ჩინეთს, კანადას, ევროკავშირს და მექსიკას. როგორც ჩანს ტრამპი გაჩერებას არ აპირებს. რა იდეოლოგია და ეკონიმიკური არგუმენტები დგას ტრამპის სავაჭრო ომების უკან, რატომ იბრძვის ტრამპი თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ და რა რამდენად შედეგის მომტანია ეს სტრატეგია აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის, ამის შესახებ ტატო ხუნდაძე მოგვითხრობს.
42° პარალელი