42° პარალელი - ევროპელი ლიდერების ვიზიტი თეთრ სახლში / "ევროპის მივიწყებული იდეა" / "სომხეთი - ხავერდოვანი რევოლუციის დასასრული, თუ პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი / ინტერვიუ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ეფრემთან
- ევროპელი ლიდერების ვიზიტი თეთრ სახლში – ევროპელი ლიდერების თეთრ სახლში ვიზიტი ერთ მთავარ მიზანს ემსახურებოდა, გაერკვიათ თუ რამდენად იყო პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე საკუთარი ხედვების გადასახედად, რომელზეც ევროატლანტიკურ სივრცეში უკვე წელიწადზე მეტია აზრთა სხვადასხაობაა. შოთა თხელიძის სიუჟეტი
- “ევროპის მივიწყებული იდეა” – ევროპის სახელმწიფოებს შორის ისტორიული მტრობა, მუდმივად ომების და კონტინენტის დესტაბილიზაციის მიზეზი იყო. არაერთი ინტელექტუალი თუ პოლიტიკოსი მშვიდობის მიღწევის ერთადერთ გზად, ევროპის შეერთებული შტატების შექმნას მიიჩნევდა. ამ იდეასა და სულისკვეთებას დაეფუძნა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ევროპული ინტეგრაციაც, რომელმაც 70 წლიანი მშვიდობა მოიტანა. 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და მასზე საპასუხო ქმედებებმა ევროკავშირში სტრუქტურული მოწყობის პრობლემა წარმოაჩინა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია ძველ იდეასთან, ევროპის შეერთებული შტატების იდეასთან დაბრუნების გარეშე, რომელიც დღეს გამქრალია ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკიდან. მათე გაბიცინაშვილის სიუჟეტი
- “სომხეთი – ხავერდოვანი რევოლუციის დასასრული, თუ პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი”? – რა მოლოდინია 8 მაისს დაგეგმილ კენჭისყრასთან დაკავშირებით, სადაც სომხეთის პარლამენტმა მეორედ უნდა სცადოს პრემიერ-მინისტრის არჩევა. რა ფაქტორები განსაზღვრავს სომხეთთში მიმდინარე რევოლუციურ პროცესს. გიორგი გვიმრაძის სიუჟეტი
- ინტერვიუ ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ეფრემთან – ინტერვიუს უძღვება გიორგი გვიმრაძე