42° პარალელი - დემონსტრაციები ნიკარაგუაში / 2018 წლის გუბერნატორის არჩევნები რუსეთში / გლობალური დათბობა და მისი თანმდევი სირთულეები
  • დემონსტრაციები ნიკარაგუაში – დანიელ ორტეგას მმართველობის ტრანსფომრაცია – 80-იანი წლების ორტეგას სანდინისტურმა რევოლუციის ათწლეულების განმავლობაში მისი იდეოლოგიურმა და პრაქტიკულმა მახასიათებლებმა რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადეს და პოლიტიკურ ღერძზე ადგილმდებარეობა შეიცვალეს. შოთა თხელიძის სიუჟეტი
  • 2018 წლის გუბერნატორის არჩევნები რუსეთში, ანუ როგორ შეწყვიტა რეჟიმმა პუტინისტურად არსებობა – სექტემბრის არჩევნებმა დამარცხებული გუბერნატორების სერიით და 2007 წლის შემდეგ მმართველი პარტიისთვის ყველაზე ცუდი შედეგით დაიწყო რუსეთის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ეტაპი. კრემლი ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა, ცდილობს სახელისუფლებო კანდიდატების მხარდაჭერის შემცირება ბუნებრივ მოვლენად წარმოაჩინოს და ყველაფერი საპენსიო რეფორმას და გარედან ზეწოლას დააბრალოს. რეალურად კი ყველაფერი სხვაგვარადაა – ამჟამინდელ ჩავარდნას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა, როდესაც დაიწყო ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ლიდერობის ტრანსფორმაცია. რეზი ქოიავას სიუჟეტი
  • გლობალური დათბობა და მისი თანმდევი სირთულეები – გასულ კვირას, გაეროს კლიმატური ცვლილების სახელმწიფოთაშორისო პანელმა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში გლობალური დათბობის შესახებ. ანგარიშში ნათქვამია რომ სახელმწიფოებმა რადიკალური ზომები უნდა გაატარონ, რათა კლიმატის ცვლილების თანმდევი კატაკლიზმები თავიდან აიცილოს სამყარომ. დროთა განმავლობაში კლიმატური ცვლილების საკითხი, სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს გლობალურ პოლიტიკაში. რა არის გლობალური დათბობა, რა იწვევს კლიმატის ცვლილებას და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას, ამის შესახებ ტატო ხუნდაძის სიუჟეტში იხილავთ.

42° პარალელი