42° პარალელი - არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, ბაჰრეინსა და ისრაელს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულება / სწრაფი ინდუსტრიალიზაციის გასაღები / მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ეკონომია
- სპარსეთის ყურის ორ ქვეყანასა და ისრაელს შორის ისტორიული ურთიერთაღიარების სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. რა პროცესმა მიიყვანა მხარეები ამგვარ გადაწყვეტილებამდე, რა პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია ეს შეთანხმება მათთვის და რა როლი მიუძღვის აშშ-ს ამ დიპლომატიური წარმატების მიღწევაში?
- სწრაფი ინდუსტრიული განვითარება რთულია სხვისი – უკვე განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიების შესწავლისა და გამოყენების გარეშე. და ქვეყნები, რომლებსაც სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ამბიცია ჰქონდათ, ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. რა მეთოდებს იყენებდნენ წამყვანი ეკონომიკები ტექნოლოგიების თავის ქვეყანაში გადატანისა და დანერგვისათვის?
- 75 წლის წინ, 1945 წლის 2 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. ამ დღეს ჩვენ უნდა გავიხსენოთ არა მხოლოდ საგმირო ისტორიები, არამედ დავფიქრდეთ იმაზეც, თუ რატომ გახდა შესაძლებელი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა. დღეს სამხედრო-პატრიოტული მითები შეიარაღების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების რბოლის გამართლებისთვის გამოიყენება. 1914 წელს კი ფრანგი სოციალისტების ლიდერი, ანტიმილიტარისტი ჟან ჟორესი წერდა: „კაპიტალიზმი ისევე ატარებს საკუთარ თავში ომს, როგორც ღრუბელი ელჭექს“. დღევანდელ სიუჟეტში მოგითხრობთ, თუ როგორ მიიყვანა „სამხედრო კაპიტალიზმის“ განვითარებამ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ცივილიზაცია თვითგანადგურების პირას.
42° პარალელი