42° პარალელი - ანტიფას ტრანსფორმაცია დროსა და სივრცეში
- თანამედროვე მასმედიის დამსახურებით ანტიფას შესახებ შექმნილია სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ ისინი განრისხებული ადამიანების ჯგუფია, რომელიც სისხლისღვრასა და ნგრევაზეა ორიენტირებული. თუმცა ანტიფა მოძრაობების მოქმედების უდიდესი ნაწილი არაძალადობრივია. ისინი იკვლევენ ფაშისტურ ორგანიზაციებს და საჯარო ავლენენ მათ განზრახვებს, აიძულებენ ხელმძღავნელებს ასეთი პირები გაათავისუფლონ სამსახურიდან, მოუწოდებენ ორგანიზაციებს არ დაუთმონ მათ სივრცე შეხვედრებისა და კონფერენციებისთვის, ორგანიზებას უკეთებენ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, ჯგუფური კითხვის სეანსებს, ფიზიკურ აქტივობებს, ბეჭდავენ გაზეთებსა და ბუკლეტებს. თუმცა ამის მიუხედავად მათ არსენალში მაინც რჩება ფიზიკური წინააღმდეგობა. ანტიფას წევრები ამას სამი არგუმენტით ხსნიან:
1. ინსტიტუციები და სახელმწიფო ვერ ახდენს ფაშიზმის ზრდის პრევენციას;
2. ძალადობრივი წინააღმდეგობის ისტორიული პრაქტიკა აჩვენებს რომ იგი ფაშიზმის შეკავებაში ეფექტურია,
3. ხშირად ფაშისტთა ქმედებები ძალადობრივია, რისთვისაც საჭიროა ფიზიკური თავდაცის აუცილებლობა.
42° პარალელი