უკრაინის უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეებიდან 4 წელი გავიდა. მაიდანი, ბარიკადებით და სისხლით იყო სავსე, დღეს წითელი ყვავილებითაა დაფარული.
ის ადგილი, სადაც 100-ზე მეტი აქტივისტი დაიღუპა, მოქალაქეებმა ყვავილებით და გვრიგვინებით შეამკეს. საპროტესტო აქციები ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის წინააღმდეგ 2013 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა უკრაინის პრორუსმა პრეზიდენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებაზე უარი განაცხადა. 2014 წლის თებერვალში კი აქციები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდა.