დედაქალაქის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გახდა. თავმჯდომარის კანდიდატურას 40 მომხრე და ერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა. კენჭისყრაში მონაწილეობა ოპოზიციიდან მხოლოდ ევროპული საქართველოს წევრმა გოკა გაბაშვილმა მიიღო. თბილისის წარმომადგენლობითმა ორგანომ ახალი შემადგენლობით პირველი სხდომა ჩაატარა, რომელიც საკრებულოს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ გახსნა. დეპუტატებმა პირველ სხდომაზე მხოლოდ პროცედურული საკითხები განიხილეს. თანამდებობაზე აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებიც. ოპოზიციამ კი საკრებულოს ტრიბუნა მმართველი გუნდის პოლიტიკური კრიტიკისთვის გამოყენა.