32 წლის ანა მამულაშვილს თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა ავთვისებიანი მელანომას რეციდივი მრავლობითი მეტასტაზებით ფილტვებზე, ღვიძლზე, საშვილოსნოსა და კაუდალურ წილში.
ექიმებმა ანას გამოჯანრთელების იმედი მისცეს. მკურნალობა და დანიშნული სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება, წლის განმავლობაში მინიმუმ 113 360 ლარი ჯდება. მკურნალობის ხანგრძლივობა კი დამოკიდებულია მკურნალობის შედეგზე, ამიტომ ამ თანხის მობილიზება ანას სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.
მხოლოდ საწყის ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, მედიკამენტებისა და გამოკვლევისთვის საჭიროა 28 340 ლარი. ანამ მკურნალობა 7 ივლისიდან დაწყო, ამ დროისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა. 7 აგვისტოს მისაღები მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი (5500 ლარის ოდენობით) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ეს თანხები საკმარისი არ არის.
ანა მამულაშვილი 32 წლის არის, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი: 12 წლის მია და 2 წლის ანდრე. ორი შვილის დედა დაუღალავად იბრძვის სიცოცხლისთვის და მას ჩვენი დახმარება სჭირდება. ის პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გასართობი გადაცემების კოორდინატორად. ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.
გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ ჩვენი ანის გადარჩენაში.
ანგარიშის ნომრები:
თიბისი ბანკი – საბანკო კოდი – TBCBGE 22, ანგარიში: GE73TB7192345063300002
საქართველოს ბანკი – საბანკო კოდი – BAGAGE 22, ანგარიში: GE31BG0000000101246233
მიმღები – ანა მამულაშვილი N 01009018536