31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა. ზვიად გამსახურდიას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1939 წელს თბილისში დაიბადა. თარიღთან დაკავშირებით, დილიდან ხალხმრავლობაა მთაწმინდის პანთეონში. ზვიად გამსახურდიას საფლავთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ზვიად გამსახურდიას ხსოვნას მთაწმინდის პანთეონში პატივი მიაგო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავი ყვავილებით შეამკო.