აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა – ომის ძირითადი ფაზა 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები.
27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია. ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მხრიდან 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.