აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივი პრაქტიკული კონფერენცია ჩაატარეს.
მთავარი თემატიკა აფხაზეთის ომი იყო. მონაწილეებმა მეცნიერებთან და ომის ვეტერანებთან ერთად ომის წინა პერიოდი, მიზეზები და მიზნები განიხილეს. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კონკრეტული დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ დიდი შეთქმულების შედეგი იყო.