საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ საგანმანათლებლო პროექტს, „ტელესკოლა“ იწყებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ერთობლივი პროექტის საშუალებით, სკოლის მოსწავლეებს ონლაინ რეჟიმში სწავლების უნიკალური შანსი მისცეს, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში, დილის 09:00 საათიდან სხვადასხვა საგნის გავლას შეძლებენ. საგაკვეთილო ცხრილი, ეროვნულ სასწავლო პროგრამაზე დაყრდნობით, მაღალკვალიფიციური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების მეშვეობით დაიგეგმა. პროექტი მორგებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზეც. თითოეულ გაკვეთილს ჟესტური ენის თარჯიმანიც გადათარგმნის.
პროექტი „ტელესკოლა“ ეთერში 30 მარტიდან გავა და გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ჩატარდება.
ავტორი: მანუ მურღულია.
ახალი დღე