დაკარგული ტერიტორიები, ათასობით დაღუპული და 300 ათასზე მეტი დევნილი – ასეთი შედეგით დასრულდა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც ზუსტად 29 წლის წინ, 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ისტორიაში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი.
13-თვიანი ომის დროს საქართველომ უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი მიიღო, ქვეყანამ დაკარგა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო პირი. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს თბილისში გაიხსენეს. კიდევ ერთხელ გამოითქვა იმედი, რომ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა მოხდება.