28 წელი სოხუმის დაცემიდან - სახელმწიფო უწყებებზე დროშები დაშვებულია

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაშვებულია სახელმწიფო უწყებებზე. მათ შორის პარლამენტის შენობაზე, მთავრობის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პრეზიდენტის სასახლისა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.