31 წელი აფხაზეთში ომის დაწყებიდან

31 წელი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღიდან – 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში ომი დაიწყო. ათასობით მსხვერპლი, ასეულობით დაკარგული, დევნილად ქცეული 300 000-ზე მეტი ადამიანი, ეთნიკური წმენდა – 13 თვის განმავლობაში გაგრძელებული საომარი მოქმედებები სოხუმის დაცემითა და რეგიონის დაკარგვით დასრულდა.

32 წლის წინ ამ დღეს სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად ავტონომიურ რესპუბლიკაში შესულ საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს სეპარატისტებმა ოჩამჩირეში და გულრიფში ცეცხლი გაუხსნეს. საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, წლების განმავლობაში უხეშად დარღვეული უფლებები და ეთნიკური დისკრიმინაცია ამ დრომდე ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.

საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, რუსეთის მხრიდან იგნორირებულია აფხაზეთის აღიარების უკან წაღებისა და სამხედრო ძალების გაყვანის ყველა მოთხოვნა. ოფიციალური თბილისი ქვეყნის მთავარი მიზნის – ტერიტორიული მთლიანობის მიღწევას მხოლოდ ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკით განიხილავს.