დღეს ბათუმობაა.
თარიღი 1988 წლის 28 აპრილს ბათუმისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება. ბათუმს დამეგობრებული და პარტნიორი ქალაქების დელეგაციების წარმომადგენლები სტუმრობენ. მათთვის დღეს ოფიციალური მიღება გაიმართა.
ბათუმში იმყოფებიან უკრაინის, ლატვიის, პოლონეთის, ეგვიპტის, ისრაელის, ჩინეთის, ბელარუსის, სომხეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მუნიციპალიტეტების მერები და წარმომადგენლები.
ქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე წარმოდგენილ ღონისძიებებს დაესწრონ.
საზეიმო აქტივობები სწორედ ახლა იწყება და საღამოს 9 საათზე, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.